სტუდენტების პასიურობა
არ მაქვს საუბარი კონკრეტულ ჯგუფებზე ვინც ღამეებს ათენებენ,
იმდენი სტუდენტია თბილისში 2 ლოკაციის გადაკეტვა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს თუნდაც იმის გათვალსიწნებით რომ ნახევარი ქოცი იყოს და ნახევარი ვერ ახერხებდეს ფიზიკურად გამოსვლას.
ვერანაირად ვერ ვხსნი ამ მოვლენას, ყველაზე ნაკლები რისკით ყველაზე მეტი შედეგის მიღწევა სტუდენტებს შეუძლიათ. საკმაოდ ბევრს ჯერ არ აქვს სტაბილური სამსახური, ქონება ან ვალდებულება, შესაბამისად ყადაღა ნაკლებ შიშს უნდა წარმოადგენდეს.
სტუდენტების მიმართ ძალადობის გაპრავება რთულია უფრო.
ამასთან ერთად უმეტესობას აქვს კვირაში 1-2 დღე ისეთი როცა დღისით შეუძლიათ პროტესტი ყველაზე მთავარი, არც ეგ ხდება.
მე თვითონ არც თუ ისე დიდი ხნის ვიყავი სტუდენტი და აქტიური მოქალაქეც ვიყავი და ვარ(კი ვმუშაობდი, არა არ ვიტენიდი საგნებს და გეპეიშინკიც არ ვიყავი).
ისეთი განცდა მაქ რო ყველ ეგრე ფიქრობს: "მე წავალ სხვებმა იდარდონ".
თუ ეგრეა მაგრად იტყუებთ თავს წავლენ ერთეულები დარჩება უმეტესობა აქ და სადაც წახვალთ იქ უკეთესი პირობებით ან იქნებით ან ვერა.